თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო დაწებულებები მზად არიან იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი ხარისხიანი და უსაფრთხო იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო დაწებულებები მზად არიან იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი ხარისხიანი და უსაფრთხო იყოს. როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ვაქცინის შემოტანით მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩვენთვის. ერთი ურთულესი ეტაპი დასრულდა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ პროცესში გაწეული დახმარებისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, იუნისეფს, რომელმაც, რეალურად, სასწაული მოახდინა იმისთვის, რომ ვაქცინა დროზე ადრე მიგვეღო და ახლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს, სამედიცინო საზოგადოებას და მედიას იმისთვის, რომ ის ვაქცინები,რომელიც ქვეყანაში შემოვიდა იქნას შესაფერისად გამოყენებული და ჩვენ რეალურად შევძლოთ ჩვენი თავის და საზოგადოების დაცვა იმ რისკებისგან, რასაც ჩვენ წინაშე კოვიდის პანდემია აყენებს. დღეს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია გვაქვს იმისთვის, რომ მიღებული 43 200 დოზა სრულად იქნას გამოყენებული უმოკლეს ვადაში და შემდეგ დავასრულოთ დანარჩენი დოზებით სამედიცინო პერსონალის მოცვა, რაც დაახლოებით 57 000 ადამიანია. ჩვენ დღეიდან ვიწყებთ უკვე ძალიან აქტიურ კამპანიას, სამედიცინო დაწებულებები არიან სრულიად მზად იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და შედეგები, რომელსაც ვაქცინაცია გვპირდება, რაც რეალურად მუშაობს და იცავს კოვიდის რისკებისგან, ლეტალობისგან, გართულებებისგან, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დაიწყოს კოვიდის პანდემიის დასასრული ამ ვაქცინაციის კამპანიით”,- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა შემოვიდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა