ამირან გამყრელიძე - “ფეიქ ნიუსებს” დავანებოთ თავი, კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ არ მოუგონია

“მე მოგიწოდებთ ყველას, რომ ვიყოთ სოლიდარული და “ფეიქ ნიუსებს” დავანებოთ თავი იმიტომ, რომ კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ არ მოუგონია”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ღონისძიებები ჩატარდა ანტივაქსერული კამპანიის წინააღმდეგ, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის შესახებ კამპანია სულ მიმდინარეობდა და ახლა უფრო გააქტიურდება.

“ვაქცინაცია არის კაცობრიობის ყველზე დიდი მონაპოვარი. ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველომ 4 ახალი ვაქცინა დანერგა და ეს არის მე-5, რომელიც ინერგება. ნებისმიერი ვაქცინის დანერგვის პერიოდში მიმდინარეობს სერიოზული საკომუნიკაციო კამპანია. თვითონ ერთი წლის განმავლობაში, ყველა გამოსვლაში, ბრიფინგებზე საუბარია, თუ რას ნიშნავს ვაქცინა, რას აკეთებს ვაქცინა, როგორ იცავს ის ადამიანის ჯანმთელობას და ა.შ. ეს კამპანია მუდმივად მიმდინარეობს და ახლა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება. სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგად იცის ის სიკეთე, რაც მოაქვს ვაქცინაციას. დღეს უკვე აცრილია 300 მილიონზე მეტი ადამიანი და არცერთი ლეტალური შედეგი ვაქცინაციის შემდეგ არ არის დამდგარი. მაშინ, როცა 120 მილიონი ადამიანი დაავადდა ამ ერთი წლის განმავლობაში და სამწუხაროდ, 2,6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა დაავადებას. სარგებელი და გვერდითი მოქმედება, რაც ნებისმიერ წამალს აქვს, ხედავთ, თუ რამდენად დიდია. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჩვენი სამედიცინო საზოგადოება, ძალიან აქტიური იყო ამ ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით. მე მოგიწოდებთ ყველას, რომ ვიყოთ სოლიდარული და “ფეიქ ნიუსებს” დავანებოთ თავი იმიტომ, რომ კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი ჯერ არ მოუგონია. ვაქცინებმა გადაარჩინა მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, აღარ კვდება 500 000 ბავშვი “წითელათი”, რაც ხდებოდა 90-იან წლებში, ეს სიკვდილიანობა ჩამოსულია 100 000-ზე დაბლა. ორ ქვეყანაშია დარჩენილი პოლიომილიტი, ამაზე კარგი დამადასტურებელი საბუთები რა გნებავთ კამპანიისთვის, გამაგებინეთ? ვაქცინაცია დაასრულებს კოვიდს, ამიტომ მხოლოდ გვერდში დაგვიდექით”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა შემოვიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა