კახა ოქრიაშვილი - პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი საპარლამენტო არჩევნებია, მოვუწოდებ ყველას, შევთანხმდეთ  არჩევნების თარიღზე!

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი მხარეებს ახალი არჩევნების თარიღის შეთანხმებისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს.

„პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ სახელით, მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან. მოლაპარაკებების წინაპირობა, პირველი ეტაპი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. დღეს, ყველამ, მათ შორის მმართველმა ძალამ და მოლაპარაკებაში ჩართულმა მედიატორმა, თუ ფასილიტატორმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ, ან რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. შესაბამისად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას წარმოადგენს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მოვუწოდებ ყველას - შევთანხმდეთ ახალი არჩევნების თარიღზე!“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს