„ევროპის უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობით მოსწავლეთა მეექვსე საშობაო ოლიმპიადა გაიმართება

ევროპის უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობითა და პროგრამირების მხარდამჭერი ასოციაციისა და კომპანია „სოფტგენის“ მხარდაჭერით ინფორმატიკაში მოსწავლეთა მეექვსე საშობაო ოლიმპიადა გაიმართება, რომლის ვადებმაც ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდოგმარეობის გამო გადაიწია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპის უნივერსიტეტიდან“ აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოლიმპიადა 21 მარტს ჩატარდება.

„ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ კონკურსის ორი მიმართულებიდან ერთ-ერთი: პირველი, დაპროგრამების ნომინაცია - პროგრამირების მცოდნეთათვის. აღნიშნული მიმართულებით, კონკურსი ჩატარდება სტანდარტული ACM ICPC სისტემით. სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეს ქულები დაერიცხება მხოლოდ ისეთ ამოხსნაში, რომელიც ყველა ტესტს გაივლის. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა მონაწილეს, რომელსაც ნაკლები დრო დასჭირდა ამოხსნისთვის და ნაკლებად ჰქონდა წარუმატებელი მცდელობები. მეორე, ალგორითმების ნომინაცია - მათთვის, ვინც ჯერ არ ფლობს პროგრამირების საფუძვლებს. ამ ნომინაციაში წარმოდგენილი იქნება ამოცანები, რომელთა ამოხსნა შესაძლებელია რეალურ დროში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მიაგნებს ამოხსნის სათანადო ალგორითმს. ალგორითმების ნომინაციაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს.

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით;

ოლიმპიადის ჩატარების განრიგი (21.03.2021): 10:00-დან 10:50 საათამდე, დაპროგრამების ნომინაციის საცდელი ტური, 11:00-დან 15:00 საათამდე, დაპროგრამების ნომინაციის ძირითადი ტური 10:00-დან 10:40 საათამდე, ალგორითმული ნომინაციის მონაწილეთა კონსულტაცია 11:00-დან 14:00 საათამდე ალგორითმული ნომინაციის ძირითადი ტური.

შენიშვნა: დაპროგრამების და ალგორითმების ნომინაციები ჩატარდება პარალელურად.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა, გაიარეთ პირველადი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: http://olympics.softgen.ge/. ოლიმპიდაში მონაწილეობა უფასოა;

დაჯილდოება: გამორჩეულ კონკურსანტებს სერთიფიკატებთან ერთად „ევროპის უნივერსიტეტისგან“ გადაეცემათ სპეციალური პრიზები; საშეღავათო პრიზები გადაეცემათ იმ მონაწილეებსაც, რომლებიც სამომავლოდ გადაწყვეტენ „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელებას”, - ნათქვამია „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონაწილეობის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ გასული წლების ოლიმპიადის ამოცანებს, მითითებულ ბმულზე:

დაპროგრამების ნომინაცია

https://eu.edu.ge/sites/default/files/2021-02/olimpiada/Problems_Christmas_2014%20Programming.pdf

https://eu.edu.ge/sites/default/files/2021-02/olimpiada/Problems_Christmas_2018_Geo%20Programming.pdf

ალგორითმების ნომინაცია

https://eu.edu.ge/sites/default/files/2021-02/olimpiada/Problems_NonComp_2018%20Algoritms.pdf

https://eu.edu.ge/sites/default/files/2021-02/olimpiada/Problems_NonComp_2019%20Algoritms.pdf

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა