ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას აგრძელებს

“რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ეძღვნებოდა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხს და ჰუმანიტარულ ძალისხმევას თანამეგობრობის მხრიდან.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების საპრლამენტო დელეგაციები, წარმოდგენილი იყო ვითარება უკრაინასა და ყარაბაღში.

ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების პერმანენტულ დარღვევაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებების დარღვევაზე, რომლებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა მშობლიურ ქართულ ენაზე მიიღონ განათლება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული კვალის წაშლის მცდელობებზე როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, რაშიც იგულისხმება ქართველების სახლების გადაწვის ფაქტები და ქართული ეკლესიების გადაკეთება, ქართული ფრესკების გადაღებვის და წაშლის მცდელობა.

„შეხვედრაზე მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ მძიმე დანაშაულებს და როგორმე შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომ ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეწყვიტოს ადამიანის უფლებების ასეთი უხეში დარღვევები ოკუპირებულ რეგიონებში“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა