სერგო ჩიხლაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დავიწყოთ მძლავრი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის

სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კანმაპნიის დაწყებისკენ მოუწოდებს. სერგო ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების დარწმუნება ვაქცინაციის სარგებლიანობასა და საჭიროების მიმართულებით.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დავიწყოთ მძლავრი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. საჭიროა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდეს ვაქცინაციის საჭიროებაში და სარგებლიანობაშიც. ამისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სანდოობის გაჩენას და ერთობლივ ზეპარტიულ ქმედებებს. ეს ყველას ინტერესში შედის - ხელისუფლების, ოპოზიციის, ექსპერტული წრეების. ვიმოქმედოთ ერთად”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო