ემი ქლენსი - „იუნისეფი“ ეხმარება საქართველოს  რუტინული ვაქცინაციის პროცესის განხორციელებაში

„იუნისეფი“ ეხმარება ქვეყანას რუტინული ვაქცინაციის პროცესის განხორციელებაში და მთავრობის თხოვნის შესაბამისად, „კოვაქსის“ საშუალებით მიიღო მონაწილეობა კოვიდის ვაქცინების მოწოდებაშიც“, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ემი ქლენსმა პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ემი ქლენსი აცხადებს, მოსახლეობამ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება უნდა გააგრძელოს.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოხარულია თავის პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომ მიიღო მონაწილეობა ვაქცინების შესყიდვის, საქართველოში ვაქცინაციის დანერგვის პროცესში. ეს კი საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს დასრულებული.დაიწყება ვაქცინაციის პროცესი და დადგება ის ნათელი დღე, როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ეს არის ის სინათლე გვირაბის ბოლოს, რომელიც გაანათებს ყველასთვის.

ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა იმ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ინფექციასთან ბრძოლისთვის არის მოწოდებული. ეს იქნება ხელის დაბანა, დისტანციის დაცვა თუ პირბადის ტარება.

„იუნისეფი“ ეხმარება ქვეყანას რუტინული ვაქცინაციის პროცესის განხორციელებაში და მთავრობის თხოვნის შესაბამისად, „კოვაქსის“ საშუალებით მიიღო მონაწილეობა კოვიდის ვაქცინების მოწოდებაშიც“,- განაცხადა ემი ქლენსმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა