ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ველოდებოდით როდის ჩამოვიდოდა ვაქცინა საქართველოში და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა

ჩვენ ყველა ველოდებოდით ამ დღეს, ველოდებოდით როდის ჩამოვიდოდა ვაქცინა საქართველოში და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სიულვიუ დომენტემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველა პროცედურა გაიარა ვაქცინის დროულად მისაღებად.

„2020 წლის 12 მარტს კოვიდი გამოცხადდა პანდემიად, მაგრამ ახლა, ზუსტად ერთი წლის თავზე, ჩვენ უკვე გვაქვს ვაქცინები და საქართველოში ჩამოვიდა ის დღეს. ისტორიაში არასდროს ყოფილა, რომ ვაქცინა ასე უცბად შემუშავებულიყოს. აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ მის შემუშავებაზე, ის არამხოლოდ შემუშავდა, მისი განაწილება უკვე მოხდა ბევრ გამომყენებელთან. უპრეცედენტო ძალისხმევა იყო ამ ყველაფერში და შედეგიც ნამდვილად უპრეცედენტოა ჯერჯერობით. ასევე ვფიქრობ, სიმბოლურია ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში „კოვაქსის“ მეშვეობით ჩამოვიდა. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ვაქცინა თანაბრად იქნება განაწილებული ყველა ქვეყნისათვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის ძალიან მკაცრად იცავდა თავის პოლიტიკას ვაქცინაციებთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვთვლით, იმისათვის, რომ შედეგი მივღოთ ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე და როცა ვაქცინის ნაკლებობაა, აუცილებელია განსაკუთრებული ჯგუფების პრიორიტეტებად გამოყოფა. ჩვენ არ გვინდოდა მომხდარიყო ვაქცინების ნაციონალიზაცია. გუშინ ევროპის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ და unicef-ის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ევამ, ერთად გამოაგზავნეს ვაქცინის ეს პარტია საქართველოში. ახლა როგორც კი ჩამოვიდა ჩვენი ტვირთი, ვაქინაცია დაიწყება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გვქონდეს პარტნირობა, სოლიდარობა და თანამშრომლობა. ასევე, მინდა აღვნიშნო ის წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქართველმა სპეციალისტებმა შეიტანეს იმაში, რომ ვაქცინა საქართველოში დროულად ჩამოსულიყო. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გაიარა ყველა პროცედურა და გადახაიდა თანხა იმისათვის, რომ პირველებს მიეღოთ ვაქცინა“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს