ბესარიონ სიმონიშვილი აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გრანტებს გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში ჩართვა, დევნილებთან ერთად, უკვე ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ. ეკომიგრანტები და დევნილები 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ამასთან, საკუთარ საწარმოებში, დამატებით, მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს