გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ხედავენ, რომ აუცილებელია პარლამენტში მუშაობის გაგრძელება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „რადიკალურ ოპოზიციას“ აქვს შესაძლებლობა, არსებული პოლიტიკური სიტუაციის ადეკვატური იყოს და მოლაპარაკების მაგიდასთან კონსტრუქციული გახდეს.

როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობას პარლამენტში, ასევე იმის ფონზე, როდესაც ყველა წარმომადგენლობა და საერთაშორისო ინსტიტუტების აბსოლუტურად ყველა დასკვნა ერთ მხრივ, აღიარებს ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას და მეორე მხრივ, მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ გააგრძელონ მუშაობა პარლამენტში, გვაქვს მაღალი და პოზიტიური მოლოდინი, რომ შეთანხმება დასრულდება წარმატებით. შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე მხარეს, არამედ, საქართველოს სახელმწიფოს იმისთვის, რომ მას აქვს ჯანსაღი ამბიცია, გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და ამ პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს. თუმცა, გეტყვით, რომ დღეს რადიკალურ ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა და უფრო მეტად, მიზეზი იმისა, რომ იყოს ადეკვატური არსებული პოლიტიკური სიტუაციის და კონსტრუქციული გახდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლის პოზიტიური დამოკიდებულება იძლევა.

„იმედის საფუძველს გვაძლევს ის, რომ არსებობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება. ოპონენტების განცხადებებიც ბოლო პერიოდში ერთგვარი ნიშანია, რომ ალბათ იქნება საუბარი, რომ შეთანხმებაში ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და მათი მხრიდან შესაძლოა გარკვეული პირობები დაყენებული იქნეს და შევიდეს ცვლილებები. დარწმუნებული ვარ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ხედავენ, რომ რეალურია როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ისე შიდა საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია საქართველოს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყნითვის და იქნება ერთგვარი წინაპირობა და ტესტი ოპოზიციისთვის, რომ მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის. პარლამენტის მანდატების გამოუყენებლობა და თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი ერთი და იგივე არ არის, იმიტომ რომ თუ დღეს ვინმე არ იყენებს მანდატს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა პოლიტიკური ოპონენტები არ არიან დაინტერესებული პოლიტიკაში მონაწილეობით. საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ გვაკლია, რომლებიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. იმედი მაქვს, შეთანხმება შედგება, პარლამენტში გაგრძელდება მუშაობა და ოპონენტები დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ თუ მონაწილეობას არ მიიღებენ პოლიტიკაში, ეს სპექტრი არ დარჩება გამოუყენებელი“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა