ლევან იოსელიანი - სასამართლო რეფორმირების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე უარის თქმა არ ღირს, მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმრების საკითხი  პოზიტიურად გადაწყდება

„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები არის პრობლემის შედეგი და საფუძველი არის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო. დღეს გვაქვს შანსი, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, შევცვალოთ და მგონია, რომ ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც უარის თქმა არ ღირს.

„ვერაფერს ვერ ვიტყვი, რა შეიძლება მოხდეს. მე რაც ვთქვი ის შემიძლია გავიმეორო, რომ იმ დოკუმენტში, რაც დატოვა შარლ მიშელმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ეხება სასამართლოს რეფორმირების საკითხს. სასამართლო რეფორმირების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს ამ საკითხზე უარის თქმა. მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდება პოზიტიურად. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მიმაჩნია, რომ სასამართლო რეფორმირების საკითხზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს. ამ ქვეყანაში უნდა ვებრძოლოთ პრობლემის საფუძველს და არა პრობლემის შედეგს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავებით პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა.

„ერთი რამე შემიძლია ვთქვა, პარლამენტში ძალიან ბევრი გავაკეთე და არ დავზოგე თავი იმისთვის, რომ დამერწმუნებინა „ქართული ოცნება“, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა იყო შეცდომა და ყველაფერი ის, რაც ამას მოყვა, იყო შეცდომა. მაგრამ მათ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და პროცესი შეიყვანეს კიდევ უფრო ჩიხში და აქედან გამოსავალი დღეს არის კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო ნიკა მელიას დაჭერამდე“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დანიელსონმა ინდივიდუალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, არასამთავრობიო სექტორთან, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო