გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველზე“ - ერთ-ერთი ქართული ფილმის პერსონაჟის სიტყვები გვახსენდება, როცა ბებო “დეპეშას” მიიღებს, ჯერ არ წაიკითხავს და მეზობლებს შეყრის

ერთ-ერთი ქართული ფილმის პერსონაჟის სიტყვები გაგვახსენდება, როდესაც “დეპეშას” მიიღებს ბებო, ჯერ არ წაიკითხავს, შეყრის მეზობლებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ შინაარსი არის აბსოლუტურად პოზიტიური - დაახლოებით ასეთ ფაქტთან გვქონდა საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლოს განჩინებას, რომ „საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს იძულების პროპორცული ზომის გამოყენების უფლება აქვს“.

მაჭარაშვილის თქმით, „ტვ პირველში“ შეჭრაზე საუბარი არ არის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში „მედია აბსოლუტურად თავისუფალია“.

„არც კი ჩაწვდნენ შინაარსს, ატეხეს ამბავი, რომ „ტვ პირველის“ შენობაში ვინმე უნდა შეიჭრას. საუბარი იყო იმაზე, რომ თავად „ტვ პირველმა“ გაავრცელა ეს ჩანაწერები და ითხოვდა გამოძიებას. ელემენტარული იურისტის განათლება უნდა გქონდეს ან შეიძლება ესეც არ გქონდეს, რომ მიხვდე, რომ თუ დედანი არ ამოიღე, ამ ჩანაწერების ავთენტურობას ვერ დაადგენ, შესაბამისად, პროკურატურა ვერ იმსჯელებს შინაარსზე, რაც ამ ჩანაწერებში იყო. შეჭრაზე საუბარი არ ყოფილა, არც პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო