დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი "ასტრაზენეკას" ვაქცინა ქუთაისშია

დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი "ასტრაზენეკას" ვაქცინა ქუთაისშია. ვაქცინა სპეციალური ავტომობილით დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში მიიტანეს. სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსთვის სულ განკუთვნილია 14 080, უშუალოდ იმერეთისთვის კი 5550 დოზა ვაქცინა, რომლითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

"დასავლეთ საქართველოსთვის მოგვეწოდა 14 080 დოზა ვაქცინა. დღესვე დაიწყება მისი განაწილება, მობილიზებულია რეგიონალური სამსახურები, წავა სამეგრელოს და გურიის მიმართულებით. ხვალ მიეწოდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს და ხვალვე მიეწოდება იმერეთის ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვას. იმერეთისთვის გვაქვს 5550 დოზა ვაქცინა, შესაბამისი ამცრელი კაბინეტებიც მზადა, გავლილი აქვთ ტრენინგები და ორშაბათიდან დავიწყებთ ვაქცინაციას. ვაქცინა შენახულია სამაცივრე დანადგარებში", - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა