გია ვოლსკი - ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და არჩევნებამდე შექმნილი სურათით, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი, რის საფუძველსაც „ბოლო პერიოდის მოვლენები და არჩევნებამდე არსებული სურათი აძლევს“.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები არ არის გზა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია.

„ჩემი იმედები დამყარებულია იმაზე, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, მოითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან იმას, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ და უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რომ განვითარებას არ შეექმნას პრობლემები. ესაა რეალობა. რეალობიდან რომ გამოვიდეთ, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ჩემს სკეპტიციზმს გუნდში ზოგი იზიარებს, ზოგი - არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში. არჩევნები არ არის ის გზა, რომელიც აირჩია „ნაცმოძრაობამ“ და თავის ამ პოზიციას ყოველდღიური რეალობა გვახსენებს. ჩემი სკეპტიციზმი შეიძლება გადაწონოს არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს. რთული პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და განსაკუთრებით რთული პროცესები მიდის რეგიონში, სადაც ჩვენ პრაქტიკულად ვართ ძალიან ღირსეული პლატფორმა ჩენი პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მაქვს მხედველობაში“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა