პარლამენტის შენობასთან ექიმებმა სამედიცინო კარავი გაშალეს

პარლამენტის შენობასთან ექიმებმა სამედიცინო კარავი გაშალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, კარავი აღჭურვილი იქნება მედიკამენტებითა და პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარით. მისი თქმით, კარავში მუდმივად იქნება ერთი ექიმი მაინც, რომელიც პარლამენტის წინ მყოფ აქტივისტებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება.

„კარავი აღჭურვილია პირველადი გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებით. აქ მყოფი აქტივისტები, რომლებიც ჩვენი შვილების და ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან, უზრუნველყოფილი იქნებიან გადაუდებელი დახმარებით. ისინი მიიღებენ ჩვენი, მედპერსონალის დახმარებას. ექიმები დარჩებიან მორიგეობით, ერთი ადამიანი სულ იქნება კარავში, რომელიც გაუწევს პირველად სამედიცინო დახმარებას აქტივისტებს“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა