„სტრატეგია აღმაშენებელი“ “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სტრატეგია აღმაშენებელი“ “ნამახვანჰესის” საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს, სოლიდარობას უცხადებს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუერთდებით მოსახლეობის მოთხოვნას “ნამახვანჰესის” მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. გამოცხადდეს მორატორიუმი და დაიწყოს დიალოგი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის, წარიმართოს პროცესი ღიად, გამჭვირვალედ, მოსახლეობის ჩართულობით და ჯანსაღი ფორმის კომუნიკაციით.

მოსახლეობამ მთელი ზამთარი რიონის პირას კარავში გაატარა იმის გამო, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებზე ზუსტი და კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. აუცილებელია ამ საკითხზე საერთო კონსენსუსი, რათა არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა კაბალური ხელშეკრულებით, არ დავაზიანოთ ჩვენი უნიკალური, ულამაზესი ბუნება, საფრთხე არ შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას მეწყერსაშიშ რეგიონში კაშხლის მშენებლობით, დავიცვათ სეისმურად აქტიურ ზონაში კაშხლის მშენებლობის სტანდარტები სწორი გათვლებით და ანალიზით, უსაფრთხო ახალი ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით.

რაც შეეხება ქსენოფობიურ განცხადებებს, ეს არის ხელისუფლების ცრუ ბრალდება და ამით სპეკულირება უნდა შეწყდეს (თუ ვინმემ რამე მსგავსი თქვა არ შეიძლება მთლიანად პროტესტის მონაწილეებზე გავრცელდეს და მოსახლეობას დაბრალდეს)”, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა