მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი დაეთანხმა მოლაპარაკებას ევროპასთან, პარალელურად ის აწარმოებს რუსეთთან მოლაპარაკებებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილს რუსეთი გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს.

„ივანიშვილი რომ დაეთანხმა მოლაპარაკებას ევროპასთან, პარალელურად ის აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რუსეთის ინიციატივით. ივანიშვილმა იცის, რომ პრაქტიკულად, ეს ექვსპუნქტიანი გეგმა არის რიგგარეშე არჩევნებამდე მიმავალი გზა და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა მრავალპარტიული კოალიცია, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად მისცემს მანდატს, რათა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. ამ სიტუაციაში ივანიშვილისთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მისი აზრით, ჩანაწერებმა გამოჟონა მისი შიდა უშიშროების, ძალოვნების სტრუქტურებიდან და რუსები ახლა ეუბნებიან, რომ პირველი - დაულაგებენ მას ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ამისთვის მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო თავის დროზე დანიშნული. გახარია არის რუსეთის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელი. მეორე, რასაც სთხოვენ არის ექვსთა ფორმატში შესვლა. ეს არის - აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი ირანი, თურქეთი და საქართველო ჯერჯერობით არ არის აქ და მოსკოვის მოთხოვნაა, რომ საქართველო შევიდეს ამ ფორმატში. მათი მოთხოვნაა, რომ როგორც რუსებს ესმით, მოხდეს ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება, ტელევიზიების დახურვა და ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელია არ უნდა გამოუშვან და არც სხვა პოლიტპატიმრები და არც მე შემიშვან ქვეყანაში. რუსეთის მოთხოვნაა, რომ ლაპარაკიც კი შეწყდეს ლაზიკის პროექტის აშენებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, გაიყიდოს თანამშრომლობა ნატო-სთან“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა