კობა გვენეტაძის განცხადებით, თუ გვინდა, რომ ტურისტები ისევ მივიღოთ, ბიზნესები ისევ ამუშავდეს და ეკონომიკა აღდგეს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ თუ გვინდა, რომ ტურისტები ისევ მივიღოთ, ბიზნესები ისევ ამუშავდეს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ, სხვანაირად ეკონომიკა გაჯანსაღებას ვერ დაიწყებს. ამის შესახებ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გრიპის ვაქცინას მე და ჩემი ოჯახის წევრები 2011 წლიდან ვიკეთებთ. ამ საკითხზე ბევრი წამიკითხავს - სადაც და როცა შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის ვუწევ პოპულარიზაციას ვაქცინაციას. ეს პოსტი 2018 წლის 23 სექტემბერს გამოვაქვეყნე. მაშინაც დარწმუნებული ვიყავი ვაქცინაციის სიკეთეში. თუმცა მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, თუ 3 წელიწადში ვაქცინაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა.

ვაქცინებმა ბევრი დაავადება დაამარცხეს, ბევრ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. საქართველოში ორშაბათს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია იწყება.

თუ გვინდა, რომ ტურისტები ისევ მივიღოთ, ბიზნესები ისევ ამუშავდეს, დასაქმება გაიზარდოს, საგარეო ვალი შემცირდეს, ანუ ჩვენი ეკონომიკა აღდგეს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ - სხვანაირად ეკონომიკა გაჯანსაღებას ვერ დაიწყებს“, - წერს კობა გვენეტაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა