მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, 2021-2025 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მუშავდება

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, 2021-2025 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო.

„სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორად იყოს შეფასებული ის პერსპექტივები, საჭიროებები და მოლოდინები, რაც აღნიშნულ დარგში არსებობს. ვფიქრობ, ახალი სტრატეგია დაგვეხმარება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული მიმართულებების უფრო სწრაფი ტემპით განვითარებასა და იმ შესაძებლობების შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს “, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მათივე ცნობით, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OECD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმის დახვეწას და კორექტირებაზე.

ამასთან, ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, OECD-სა და GIZ-ის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი მმართველი საბჭოს და სამუშაო ჯგუფის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა