თბილისის და რეგიონების სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება გრძელდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, თბილისის და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სავალდებულო ტესტირების ფარგლებში, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლები თბილისის 150-ე საჯარო სკოლას მესამედ ესტუმრნენ და მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება ჩაატარეს. 150-ე საჯარო სკოლაში ამ დრომდე ჩატარებული სამი ტესტირებიდან ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 მარტს საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული 900-ზე მეტი მოსწავლე სასწავლო პროცესს უსაფრთხო გარემოში დაიწყებს.

"ტესტირების პროცესის ჩასატარებლად ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლები 150-ე საჯარო სკოლაში ზუსტად ორი კვირის შემდეგ – 26 მარტს მივლენ და კიდევ ერთხელ შეამოწმებენ მასწავლებლებსა და ტექნიკურ პერსონალს: სკოლის დირექტორსა და მოადგილეებს, საქმისმწარმოებელს, ბუღალტერს, დარაჯს, დამლაგებლებს და ა.შ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:საჯარო სკოვლეში მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება გრძელდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო