სალომე სამადაშვილი - ერთადერთი შეთანხმების საგანი, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, არის გზა, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე - მელიას და რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად

ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც შეგვიძლია დღეს ჩვენ ვისაუბროთ, ეს არის გზა თუ როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე და ცხადია, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად ვადამდელი არჩევნები სჭირდება.

„შედეგის მიღწევა ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის და წინსვლისთვის, ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრიდან, ოპოზიციამ არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ წავიდეთ მოლაპარაკებებზე იმ განწყობით, რომ დაიდოს კონკრეტული შედეგი, მაგრამ მოლაპარაკებებს ჰყავს ორი მხარე, ამიტომ შეთანხმების მთავარი გასაღები, ცხადია, არის ხელისუფლების განკარგულებაში.

ჩვენ დღეს ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, ვნახავთ რა წინადადებებით მოვიდა მმართველი გუნდი და შესაბამისად, განისაზღვრება ჩვენი პასუხიც.

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ უკვე წავედით გარკვეულ კომპრომისებზე ამ პროცესში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც განვაცხადეთ, რომ დაე, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს პლებისციტის გზით, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ვადამდელი არჩევნები - ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც შეგვიძლია დღეს ჩვენ ვისაუბროთ, ეს არის გზა თუ როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე და ცხადია, პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად, რომელიც მიგვაჩნია, რომ იქნება ნდობის აღდგენის მექანიზმი იმისთვის, რომ საერთოდ ეს შეთანხმება შედგეს და იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს დილიდან შეხვედრა გაიმართა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებთან. დღის განმავლობაში შეხვედრები დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

იხილეთ ვიდეო:ერთადერთი შეთანხმების საგანი, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, არის გზა, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე - სალომე სამადაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო