ირაკლი კობახიძე - შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი - წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი

იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მხარეებზეა დამოკიდებული - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის, - აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ამ კონტექსტში კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი.

“ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით და რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან შეხვედრის შემდეგ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე, უფრო კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

“პარტნიორებთან ვართ შეთანხმებული, რომ ჯერჯერობით დიალოგის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, გამომდინარე იქედან, რომ დისკუსიები გრძელდება. გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამის შემდეგ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით. შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რაც დღეს უნდა დასრულდეს. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი ფორმით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა