არჩილ თალაკვაძე - სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობებს, იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას შევძლებთ

„ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის და ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, პარლამენტში შესვლაზე შეთანხმება მიღწევადია.

"დღეს ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი შედგა. ეს არის პრივილეგია საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობებს, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ. „ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის და ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში. ორმა მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას, ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და რა თქმა უნდა, გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც იქნება გრძელვადიანი და უზრუნველყოფს პოლიტიკურ თანამშრომლობას. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი. ამ დიალოგში მოგვეცა საშუალება, როგორც ხელისუფლებას, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უფრო დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობაც გამოხატავს ამ მხარდაჭერას. თუ ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევადია. ჩვენ სწორედ ამ კუთხით ვხედავთ ამ შეთანხმებას და პირობებს რომელიც განიხილება. იმედი მაქვს ოპოზიციის მხრიდანაც იქნება ანალოგიური მიდგომა. სავარაუდოდ, დღეს იქნება კიდევ რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა, მათ შორის ჩვენთან და დღის ბოლომდე მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რომ დავაახლოვოთ პოზიციები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო