ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მსჯელობდა მმართველი გუნდი წინასწარ ნიკა მელიას სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

საინტერესო პარტნიორია ბატონი დანიელსონი, შესაბამისად, დისკუსიაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხდა.

„ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. ძალიან საინტერესო პარტნიორია ბატონი დანიელსონი, შესაბამისად, დისკუსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა", - განაცხდა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, პოლიტიკური გუნდი წინასწარ მსჯელობდა.

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მმართველი პარტია ხართ, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ ერთ საათში სასამართლო პროცესი იმართება, სადაც უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკოსის პატიმრობასთან, ან არაპატიმრობასთან დაკავშირებით. წინასწარ იმსჯელებთ, თუ არ იმსჯელებთ ამაზე?! პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა, წინასწარ იმსჯელებთ ამაზე“, - განაცხადა კობახიძე.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი კობახიძე - ვიცოდით, რომ ნიკა მელიაზე სასამართლო დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას ან მიიღებდა, ან არა, ორივე ვარიანტზე გვჭირდებოდა პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა