დავით ბაქრაძე - მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელოვნური წითელი ხაზები მოიხსნა - მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და იმისთვის, რომ მაქსიმუმი დავდოთ

მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ის ხელოვნური წითელი ხაზები, რომლებსაც ატარებდნენ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა გამოაჩენს არის ეს რიტორიკა სიტყვები - სიტყვებისთვის, თუ გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისისა და შეთანხმებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და ტვირთს იღებს იმისათვის, რომ ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან.

,,მივესალმები იმ განცხადებების ტონალობას, რომელიც გაკეთდა დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ის ხელოვნური წითელი ხაზები, რომლებსაც ისინი ატარებდნენ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. შეხვედრა გამოაჩენს არის ეს რიტორიკა სიტყვები - სიტყვებისთვის თუ გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისისა და შეთანხმებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები ასახული იქნება მათ პოზიციაში მოლაპარაკებების დროს. ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და იმისათვის, რომ მაქსიმუმი დავდოთ, შედეგი დადგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. სულ რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და ტვირთს იღებს იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განმარტებით, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმების რესურსი და მხარეები ვერ თანხმდებიან რა გზა აირჩიონ სამომავლოდ პლებისციტის დანიშვნა სრულიად ბუნებრივია.

"პლებისციტზე დიდი ხანია საუბარი და მსჯელობა მიმდინარეობს. არიან ოპოზიციური პარტიები, ვისთვისაც პლებისციტის იდეა მიუღებელია, მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმების რესურსი და მხარეები ვერ თანხმდებიან რა გზა აირჩიონ სამომავლოდ, სრულიად ბუნებრივი გზაა მივმართოთ ხალხს და გავიგოთ, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ნუ ვიჩქარებთ, ჯერჯერობით პლებისციტის საკითხიც არ დგას მოლაპარაკებებში, ამიტომ წინასწარ კომპრომისს ვერ ვიტყვით რა იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დილიდან შეხვედრა გაიმართა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებთან. დღეს ის უკვე შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და "რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა