მამუკა ხაზარაძე - ნაბიჯ-ნაბიჯ კრიზისის დაძლევისკენ მივდივართ - შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა

ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო - ბატონი შარლ მიშელის 6 - პუნქტიანი დოკუმენტი, ბატონმა დანიელსონმა უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

„მე მინდა გითხრათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კრიზისის დაძლევისკენ მივდივართ. ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დანიელსონს მადლობა გადავუხადო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი საათები უფრო ნაყოფიერი იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე საუბარი, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან შიდა საუბრის გამოტანა, მაგრამ სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა, ეს 6 - პუნქტიანი ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია ბატონმა დანიელსონმა, რაც ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს