თენგიზ ცერცვაძე - არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული

ჯერჯერობით დადასტურებულია, რომ უშუალოდ ვაქცინაციას სიკვდილის არცერთი შემთხვევა არ გამოუწვევია, თუმცა არის ალერგიული რეაქციების შემთხვევები, რის სამართავადაც ჩვენ მზად ვართ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, “ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 16 მილიონი ადამიანი. მათგან 30 შემთხვევაა, როცა თრომბოემბოლიური გართულება განვითარდა, ხოლო 4-5 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ეს ვაქცინაციის გამო არ მომხდარა.

“პირველი ასეთი შემთხვევა ავსტრიაში დაფიქსირდა, შემდეგ დანიაში, იტალიაში და რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინაცია შეაჩერა, ოღონდ მათ ხაზი გაუსვეს, რომ შეჩერდა დროებით - ორი კვირით, იმის გარკვევამდე თრომბოემბოლიზმის განვითარების და გარდაცვალების შემთხვევები იყო თუ არა ვაქცინასთან დაკავშირებული. ამაზე ინტენსიურად იმუშავა, ჯანმოს სპეციალურმა ვაქცინაციის უსაფრთხოების კომისიამ, ევროპის წამლის სააგენტომ და უამრავმა ორგანიზაციამ საკუთარი ინიციატივით. მათ ოფიციალური დასკვნა უკვე გამოაქვეყნეს - არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება დაკავშირებული იყო "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან. როცა პოპულაციურად დაითვალეს და ნახეს 16 მილიონი არავაქცინირებული ადამიანი, აღმოჩნდა, რომ 16 მილიონ, არავაქცინირებულ ადამიანში იმდენივე ან მეტი თრომბოემბოლიური გართულებაა, ყოვეგვარი ვაქცინის გარეშე“, - განაცხადა თენგზიც ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინა თავისი ხარისხით არანაკლებად ფასობს, ვიდრე “ფაიზერი“ და მეორე ვაქცინაციის შედეგად, 90%-იან დაცვას იძლევა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო