თენგიზ ცერცვაძე - დიდ შეცდომას ვუშვებთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია

ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ - შეიძლება შემობრუნდეს ინფექცია, გამკაცრდეს შეზღუდვები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. საჭიროა პირბადეები. ცოტახანი გავიჭირვოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია შედეგს რამდენიმე თვეში გამოიღებს, თუმცა მანამდე აუცილებელია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

„დრო უნდა, რომ ვაქცინამ თავისი შედეგი გამოიღოს, უნდა გავიდეს, დრო, რომ იმუნიტეტი გამომუშავდეს და მერე მივიღებთ ვაქცინაციის შედეგს. მანამდე პირბადეები, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებაა საჭირო. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი, ნუ იზამთ, ნუ დაიღუპავთ თავს. 43% იცით რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არის დიდი შანსი მესამე ტალღის. მთელ ევროპას ეშინია მესამე ტალღის, გერმანიის კანცლერმა მხარეების პრემიერ-მინისტრებთან შეთანხმებით გაახანგრძლივა „ლოქდაუნი“, ასე შვება ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და ე.ი. შეიძლება შემობრუნდეს ისევ ეს ინფექცია, ისევ გამკაცრდეს შეზღუდვები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. საჭიროა პირბადეები. ცოტა ხანი გავიჭირვოთ. მოდით, ვიყოთ გონიერები, ვაქცინა შემოვიდა ბოლოს და ბოლოს, ახლა რამდენიმე თვე მოვითმინოთ და პირბადეები ვატაროთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის