არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები - ვფიქრობ, ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს

რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე - უნდა გვესმოდეს, თითოეული დღე, როცა ოპოზიცია ხელოვნურ კრიზისში, ბოიკოტში რჩება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღე, - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენლთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, დიალოგი გრძელდება და რჩება საკითხები, რაზეც საჭიროა პოზიციების დაახლოება. მან იმედი გამოთქვა, მხარეები სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას შეძლებენ.

“დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ მივესალმებით და მადლობას ვუხდით ევროკავშირს ასეთი მაღალი ჩართულობისთვის და დიალოგის ფასილიტაციისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება, სამუშაო საკითხებზე პოზიციები რომ კიდევ დაახლოვდეს. ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს.

შეთანხმების მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე გაკეთებულია.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერების, ევროინტეგრაციის ამოცანები, მაშინ როცა რეგიონში არის გარკვეული გამოწვევები, როდესაც პოსტკოვიდური ეკონომიკა სწრაფ აღდგენას მოითხოვს, როდესაც საჭიროა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ გადაწყვეტილებები ზუსტად ამ ამოცანების გარშემო უნდა მივიღოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა