არჩილ თალაკვაძე - დეტალებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხების გაცემა არ შეგვიძლია თითოეულ პუნქტთან მიმართებაში

ვიცავთ წესებს და დეტალებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხების გაცემა ჩვენ დღესვე არ შეგვიძლია თითოეულ პუნქტთან მიმართებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

კითხვაზე, თუ იყო შეთავაზებული კონკრეტული წინადადებები უშუალოდ მედიატორის მხრიდან, თალაკვაძე აცხადებს, რომ მათ კონკრეტული საკითხები განიხილეს, რომლის დეტალებსაც საზოგადოებას ღიად მოუყვებიან.

"ჩვენ განვიხილეთ ძალიან კონკრეტული საკითხები, რომლის დეტალებზეც ჩვენ საზოგადოებას ძალიან ღიად მოვუყვებით და საზოგადოება დარწმუნდება, თუ რამდენად სამართლიანი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და ამ პროცესის მოგვარების გზები იყო შეთავაზებული ხელისუფლების მხრიდან. დღეს ვიცავთ წესებს, რაზეც შევთანხმდით მოლაპარაკების წინ და ამ დეტალებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხების გაცემა ჩვენ დღესვე არ შეგვიძლია თითოეულ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც განიხილებოდა ამ ორი - სამი დღის განმავლობაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო