არჩილ თალაკვაძე - მოლაპარაკების თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ სამართლიანი არგუმენტები აქვს, გადადგმულია გონივრული ნაბიჯები

არავითარ ესკალაციის საშუალებას არავის არ მივცემთ - უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციის ფრთასთან მოლაპარაკების გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები გვაქვს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა, ოპოზიციამ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესშია.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, საკუთარ ხედვასა და პოზიციას წარადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეთანხმებას, მოლაპარაკების თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ სამართლიანი არგუმენტები აქვს, გადადგმულია გონივრული ნაბიჯები. ახლა საჭიროა, ოპოზიციამ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესშია. არავითარ ესკალაციის საშუალებას არავის არ მივცეთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, პოსტ კოვიდური სიტუაცია, ეკონომიკის აღდგენა, სიღარების შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები, ვაქცინაციის პროცესის დასრულება წარმატებით. უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციის ფრთასთან მოლაპარაკების გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები გვაქვს, ჩვენი მოქალაქეებისა და სახელწიფოს წინაშე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა