თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა დღეიდან ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ

თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა დღეიდან ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყანაში შესვლის წესები და პირობები შეიცვალა.

15 მარტიდან, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსონ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა.

„აღნიშნული რეგულაციის მიზანია, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გაადვილდეს დაინფიცირებული მოქალაქისა და მისი კონტაქტების გამოვლენის პროცესი.

ამასთან, მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. ,,HES“ კოდის გენერირებას, რაც საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას.

განაცხადის შევსება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://register.health.gov.tr/...

ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1 ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2.ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3.ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4.ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა