პაატა იმნაძე - „ფაიზერიც“ და „ასტრაზენეკაც“ მაღალი ხარისხის ვაქცინებია - მოვუწოდებ კოლეგებს, იყავით ამ საქმის ავანგარდში იმ კოლეგების ხსოვნის საპატივსაცემოდ, რომლებიც კოვიდთან ბრძოლას შეეწირნენ

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“. ორივე ერთნაირი, მაღალი ხარისხის ვაქცინაა, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის სპეკტიკურ დამოკიდებულებას უკავშირდებოდა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, მოქალაქეები, განსაკუთრებით კი მედიკოსები მეცნიერულ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდნენ და არა ჭორებს.

„როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატყდა ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ.

ეს ვაქცინებია კოვიდის დასაცავად და სხვა დაავადებებისგან არ იცავს. შესაბამისად, როცა მილიონობით ადამიანი აიცრება, სამწუხაროდ, ადამიანებიდან ვიღაცას რაღაცა მოუვა და ამის დაკავშირება ვაქცინასთან შეუძლებელია. „ასტრაზენეკაზე“ უკვე გამოქვეყნდა მეცნიერულად დამტკიცებული მონაცემები, რომ რაც მოხდა - სისხლის შედედების პრობლემები, არ განირჩევა ერთმანეთისგან რაც არის აუცრელებში და რაც მოხდა აცრილებში. სამწუხაროდ, არამარტო საქართველოში სხვაგანაც არიან ადამიანები, ვინც ამას ააგორებს, მაგრამ ექიმი იმიტომ არის ექიმი, რომ უნდა ეცნობოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა ჭორებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, მთავარი არ იყო ვაქცინაციის დაწყება, მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება.

„ამიტომ მინდა, ჩემი ყველა კოლეგა იყოს ამ საქმის ავანგარდში იმ კოლეგების ხსოვნის საპატივსაცემოდ, ვინც შეეწირა კოვიდთან ბრძოლას“, - აღნიშნა იმნაძემ, რომელმაც დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს