ამირან გამყრელიძე - იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ვაქცინაციის პროცესში - დაწყება ძალიან კარგია, მთავარი იქნება დამთავრება

ჩვენ წელს მილიონ 600 - მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ, თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მონიტორინგისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი ნორმალურად წარიმართოს.

„იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მთავარი იქნება დამთავრება.

ჩვენ წელს მილიონ 600-მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ, თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი ნორმალურად წარიმართოს“,-აცხადება გამყრელიძე.

როგორც გამყრელიძე დასძენს, ის მას შემდეგ აიცრება, რაც კორონავირუსის დადასტურებიდან 120 დღე გავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო