დავით ზალკალიანი - ბრიუსელში იქნება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან - ირაკლი ღარიბაშვილს ექნება შესაძლებლობა, მასთან ერთად განიხილოს თბილისში, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები

ასოცირების საბჭო გახლავთ საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი და აქედან გამომდინარე, ის განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ასოცირების საბჭო გახლავთ საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი და აქედან გამომდინარე, ის განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას. ბუნებრივია, განხილული იქნება რეგიონში არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ახალი გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს ჩვენს შორის ძალიან კოორდინირებულ და თანმიმდევრულ საქმიანობას, ამიტომ, ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე. პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, ეკონომიკური მიმართულება ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია, ასევე დემოკრატია, მართლმსაჯულება და ყველა ის საკითხი, რომელსაც ფარავს ასოცირების შეთანხმება, იქნება განხილული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იქნება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, სადაც ძირითადი განსახილველი თემები იქნება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები და ის მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივით და მედიაციით მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, ასევე, იქნება შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს დონეზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ძირითადი თემები იქნება როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები და ის მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივით და მედიაციით მიმდინარეობს. თავად ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წარმომადგენელი გამოაგზავნა და მისი ჩართულობით მიდის ეს პროცესი, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რადგანაც სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მასთან ერთად განიხილოს თბილისში, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები. იქნება ასევე შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთან - გაფართოების საკითხებში კომისართან, ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის წევრებთან. ნატოსთან თანამშრომლობა ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, ის გამოვა საქართველო-ნატოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე და მოახსენებს ჩვენს მოკავშირეებს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა