ალუდა ღუდუშაური - „ქართულ ოცნებას" მართლაც აქვს „სავსე ხელები“ და წელში გამართული წარვსდგებით ევროპაში

ხელისუფლებას აქვს უამრავი ხელშესახები პროგრესი დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობის, ქვეყნის უკეთესი მართვის, მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას" მართლაც აქვს „სავსე ხელები და წელში გამართულები წარვსდგებით ევროპაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან გუშინ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზე. ამასთან, ღუდუშაური აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ პირობას არღვევს და ეს ხელს არ უწყობს მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას.

„როგორც მმართველი ძალის წარმომადგენელი, იმედს გამოვთქვამთ, რომ ნამდვილად შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას, სხვა შემთხვევაში, გარდა მოლაპარაკებისა ალტერნატივა არ აქვს არც ერთ სხვა გზას, აქედან გამომდინარე გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ ვიპოვით შეხების წერტილებს, რომელიც იქნება ამოსავალი სამართლიანობის პრინციპებიდან და მეორე მხრივ, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან ნაკარნახევი. მესმის სენსიტიურობა ამ საკითხის და ჟურნალისტების, გნებავთ, საზოგადოების ინტერესი, თუმცა, ნუ დავარქმევთ წითელ და მწვანე ხაზებს, დავარქვათ ის რომ ნებისმიერი შეთანხმება რაღაც კონკრეტულს უნდა ეფუძნებოდეს და ამოსავალი უნდა იყოს, ამიტომ შეთანხმება აბსოლუტურად ყველაფერზე და არაფერზე საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის არა კონკრეტულად მმართველი ძალის პარტიული ინტერესი, არამედ ჩვენ ამ შეთანხმებას ვუყურებთ როგორც სახელმწიფო ინტერესს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უამრავი ხელშესახები პროგრესი დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობის, ქვეყნის უკეთესი მართვის მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ მართლაც აქვს „სავსე ხელები“ და ბუნებრივია, მართლაც დამაჯერებელია ჩვენი პროგრესი და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ნამდვილად წელში გამართულები წარვდგებით ევროპაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა