აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აიცრა

კორონავირუსის პრევვენციის მიზნით, აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყო. პირველი აცრა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაიკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ექიმებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ.

მინისტრის ინფორმაციით, აჭარაში ვაქცინაციის ცხრა კაბინეტი მოქმედებს, რომელიც რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში არის მოწყობილი.

მისივე თქმით, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციას ჩაიტარებს.

„მოვუწოდებ მედპერსონალს ჩაერთონ ამ პროცეში, რადგან მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე ვაქცინაციაა",- განაცხადა ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა