სალომე სამადაშვილი - მოლაპარაკებების წარმატებით დასრულდების საფუძველს პირველ რიგში მაძლევს ის, რომ ევროკავშირმა, ამ პროცესში, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო

თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რაიმე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს ამ მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა მოსწყინდებოდა, ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონრეტული შედეგით დასრულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენლთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, პროგრესი იქნება.

„ეს პროცესი რომ წარმატებით დასრულდება, ამის საფუძველს პირველ რიგში მაძლევს ის, რომ ევროკავშირმა, ამ პროცესში, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო. ამის ძალიან ნათელი გზავნილი მივიღეთ ჩვენ დღეს, როცა მედიატორმა განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პროცესში, იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შედეგის დადებას დასჭირდება, ანუ, თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რაიმე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს ამ მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა მოწყინდებოდა, ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონრეტული შედეგით დასრულება.

მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ოპოზიცია, ამ პროცესში მონაწილეობს, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად იმ ფორმით, როგორიც უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოში. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ეს, სანამ არ მივალთ შედეგამდე. ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში, ვფიქრობ, რომ ის მიიღებს გარკვეულ გზავნილებს. ვნახოთ, შესაბამისად როგორ შეიცვლება თუ არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია, თუმცა კომპრომისის მიღწევა ცხადია ორივე მხრიდან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.

ამ ეტაპზე, მედიაციის ძალიან მგრძნობიარე პროცესში დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებთ. საზოგადოებამ იცის ჩვენი პოზიცია, იცის რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები - პოლიტპატიმრების თემა და ვადამდე არჩევნები და არა მხოლოდ. ყველა ამ საკითხზე მსჯელობა კომპლექსურად მიდის. თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, იმედი მაქვს, გვექნება პროგრესი უახლოეს მომავალში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა