იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2020 წლის იანვართან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2020 წლის იანვართან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფულადი გზავნილების მაჩვენებლებშია აღნიშნული.

სებ-ის ცნობით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მლნ აშშ დოლარი (493.8 მლნლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით, ანუ 24.1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს