აკაკი მინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარია პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით, ნიკა მელიას თემა იმიტომ, რომ ის არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი არის პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით, ნიკა მელიას თემა იმიტომ, რომ ის არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და ბუნებრივია, უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანა უმტკივნეულოდ გამოვიდეს კრიზისიდან, ამისთვის კი, აუცილებელია რეფორმების შედეგად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს ცვლილებები.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი არის პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით, ნიკა მელიას თემა იმიტომ, რომ ის არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და ბუნებრივია, უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ ნებისმიერ შეხვედრაზე, სადაც ჩვენ ვართ, ამ თემაზე არის ძალიან ინტენსიური საუბარი. ასევე, საუბარია გიორგი რურუაზეც და ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაზე; ამის შემდგომ ვადამდელ არჩევნებზე. სწრაფი ვადამდელი არჩევნები არის ამ ქვეყანაში უმტკივნეულო გამოსავლის გზა. საუბარია სხვა რეფორმებზეც, მაგრამ პრიორიტეტები ესაა. „ქართული ოცნების“ ნაცვლად მე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გუშინ ძალიან ცუდი რამ დავინახეთ. ეს იყო პროტესტის ელფერის მქონე ქცევა, რაც გუშინ განახორციელეს ბატონმა კობახიძემ და თალაკვაძემ და ეს პროტესტი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მთავარი მიზანია, რომ იმ საკითხებზე, რომელიც ჩამოთვლილი იყო ბატონი მიშელის შემოთავაზებაში, ამ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება. მთელი ეს შეხვედრები ამას ემსახუურება და ძალიან კარგია, რომ შეხვედრები გაგრძელდა. ძალიან კარგია, რომ კიდევ უფრო აქტიურია ჩართულობა. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ქვეყანა უმტკივნეულოდ გამოვიდეს კრიზისიდან და ქვეყანაში სწრაფად, აუცილებელი რეფორმების შედეგად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს ცვლილებები.

არ ვიცი დავბრუნდებით თუ არა დღეს შეხვედრაზე, მაგრამ ყველა ჩვენი პარტნიორი ამას ამბობს, რომ ეს არის განგრძობითი მოლაპარაკების პროცესი, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ. მთავარია, მოლაპარაკება არ შეწყდა, მთავარია, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ არასწორი ნაბიჯებისა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები აგრძელებენ საუბარს და შეხვედრებს. ამიტომ იმედიანად ვართ, თუმცა, კიდევ ვამბობ, „ქართული ოცნების“ ქცევის პროგნოზირება შეუძლებელია“, - განაცხადა მინაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა