გიგა ბოკერია - როცა შეთანხმება შედგება, ბუნებრივია, ყველა გავიგებთ, ეს არ მომხდარა

როცა შეთანხმება შედგება, ბუნებრივია, ყველა გავიგებთ, ეს არ მომხდარა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბოკერიას განმარტებით, მოლაპარაკებები გრძელდება და ძალიან კარგია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში რჩება.

„მან თქვა, რომ დავრჩები კიდევ რამდენიმე დღეო. ანუ, შეიძლება ითქვას, „დავრჩები რამდენიმე დღე, სანამ შედეგი არ იქნება“. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ

ამასთან, გიგა ბოკერიამ შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში.

„რაღაც გამოცდილება მაქვს, მაგრამ ასეთი შემთხვევის გამოცდილება, რომ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს ეთქვა, კარგად ბრძანდებოდეთო, ისე, რომ ჯერ მედიატორის პოზიცია არ ყოფილიყო ცნობილი და მერე გარკვეულიყო, რომ მედიატორი რჩება - ასეთი გამოცდილება არ მაქვს. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის იგივე, რაც იყო. ჩვენ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება შეკითხვას, არსებობს თუ არა გარანტია, ვინ შეიძლება მოგცეთ გარანტია? მე შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდეს. ბუნებრივია ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს...

გუშინდელი ინციდენტი ქვეყნისთვის ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება. სხვა მხრივ, როცა არსებითი ცვლილება იქნება ეს ცვლილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომ შეთანხმება შედგა. როცა ეს შეთანხმება შედგება, ბუნებრივია, ყველა გავიგებთ, ეს არ მომხდარა“, - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ „საკითხები, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა არ შეიცვლება“.

„ჩვენი პოზიციაც ეს არის და ეს ის საკითხებია, რაზეც უნდა მოხდეს პროგრესი. მათ შორის, როგორც იცით და ჩვენგან ბევრჯერ მოგისმენიათ, არის საკითხები, რაც ვერ გადაწყდება ორ და სამ დღეში, მაგრამ უნდა გადაწყდეს, თუ სწორი მიმართულებით მივდივართ. არის საკითხები, რომელიც სწრაფად უნდა გადაწყდეს იმისთვის, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი ჰქონდეს. ასეთია პოლიტპატიმრების საკითხი, ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო