საია მარტოხელა მამაკაცზე კანონით და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ექსტრაკორპორულ განაყოფიერებაზე დადგენილ აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, ექსტრაკორპორული განაყოფიერებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ წყვილებს (ცოლ-ქმარს ან 1 წლის განმავლობაში ერთად მცხოვრებ ქალსა და მამაკაცს).

საიას განცხადებით, შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას.

„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, სპერმის დონორობის გზით მარტოხელა ქალსაც აქვს დედად გახდომის შესაძლებლობა. რაც შეეხება მარტოხელა მამაკაცს, საქართველოს კანონმდებლობა ამ უკანასკნელს უკრძალავს ხელოვნური განაყოფიერების გზით გახდეს მამა.

იმისათვის, რომ მამაკაცმა ისარგებლოს ექსტრაკორპორული განაყოფიერების შესაძლებლობით, ამისათვის მას მოეთხოვება ან დაქორწინდეს ან კონკრეტულ მისამართზე, ერთი წლით, დარეგისტრირდეს ქალთან ერთად. ამასთან ასეთმა მამაკაცმა უნდა ამტკიცოს, რომ უნაყოფოა და არ შეუძლია ბუნებრივი გზით იყოლიოს შვილები, ექსტრაკორპორული განაყოფიერება ერთადერთი საშუალებაა შვილის ყოლისთვის. ამგვარი შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით გახდეს ბავშვის გენეტიკური მშობელი. სწორედ ამ უფლებას არღვევს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება”,- აღნიშნავენ საია-ში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა