„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპმა Cardeal.ge-მ მიიღო

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპმა Cardeal.ge-მ მიიღო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ GITA-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, საავტომობილო პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს პირადი ქარდილერის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მანქანის პროფესიონალურ შეფასებასა და აუქციონის წესით 30-40%-ით დაბალ ფასად შეძენას. ონლაინ პლატფორმა ასევე ემსახურება იმ პირებს, რომლებიც რეგულარულად დაკავებულები არიან ავტომობილების იმპორტით და ტრანსპორტირებაზე სთავაზობს სპეციალურ შეღავათიან პირობებს, აძლევს წვდომას სადილერო აუქციონებსა და ექსლუზიურ ინვენტარზე.

„უახლოეს მომავალში სტარტაპი გეგმავს გაფართოებას და დამატებით 100-მდე ამერიკული სადილეროს ჩართვას პლატფორმაში, რაც ჯამში დამატებით თვეში 40,000 დაუზიანებელ მანქანას შესთავაზებს მომხმარებელს. ასევე ამუშავდება ინდივიდუალური რეკომენდაციების ფუნქცია, რომლის ალგორითმიც ითვალისწინებს მომხმარებლის პირად მოთხოვნებსა და მათზე მორგებული ვერსიების შეთავაზებას.

Cardeal.ge-ის მიღებული აქვს GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი და 500Startups-ის პროგრამის ფარგლებში, როგორც სწრაფად მზარდი სტარტაპი, ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, “მსოფლიო ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო