ნატალი საბანაძე - ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ნატო-ს ხელმძღვანელებს შეხვდება, ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმების დასახვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, სადაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა დინამიკა შეფასდება.

„ასოცირების საბჭო ცალკე ფორმატია, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მისი მთავარი მიზანია, ისაუბროს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე“, - აღნიშნა საქართველოს ელჩმა პრემიერის ვიზიტის კომენტირებისას.

მისი განმარტებით, ვიზიტისას მთავარი აქცენტი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შეფასებაზე გაკეთდება.

საბანაძემ განსაკუთრებული ყურადღება ბელგიის პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხანია ბელგიის მთავრობის წარმომადგენელთან უმაღლესი დონის შეხვედრა არ გვქონია“, - დასძინა მან.

ელჩის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ხელს შეუწყობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა