ვიქტორ დოლიძე - ნატო-ში ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ რეგიონში მოწინავე ქვეყანა ვართ

ნატო-ში საქართველოს ელჩის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და მომავალი გადასადგმელი ნაბიჯებიც ზედმიწევნით სწორად უნდა გადაიდგას.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგან მიმდინარეობს სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტის გადახედვა და ამ პროცესში საქართველო აქტიურად არის ჩართული.

„ჩვენ გვინდა ამ პროცესიდან მაქსიმალური პროგრესი გვქონდეს. როგორც მოგეხსენებათ, წელს დაგეგმილია ნატო-ს სამიტები უმაღლეს დონეზე და აქედან გამომდინარე, გვინდა ამ დოკუმენტში აისახოს მაქსიმალურად, საქართველოს არა მხოლოდ მისწრაფება, არამედ გაფართოების პროცესის მნიშვნელობა, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. დოკუმენტში უნდა აისახოს გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის კომენტირებისას.

ნატო-ში საქართველოს ელჩის განმარტებით, გაფართოების პროცესი მნიშვნელოვანი პროცესია და თავის წვლილს, კონტრიბუციას შეიტანს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში.

დოლიძის განცხადებით, ავღანეთსა და ზოგადად, ნატო-ს ოპერაციებში საქართველოს წვლილი ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა