არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

არჩილ თალაკვაძემ ელჩს ვიშეგრადის ჯგუფის დაფუძნების 30 წლისთავი მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ ფორმატის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩეხეთის მთავრობის დახმარებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს