სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრმა სასწავლო პროცესი დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში, სასწავლო პროცესი, კანდიდატთა პირველი ნაკადისთვის დღეს დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს, უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში მსმენელები, ახლადდანერგილი განგრძობადი პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში, სპეციალურ საორიენტაციო პროგრამას გაივლიან, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა.

მათი ინფორმაციით, კანდიდატებს სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე და ინსტრუქტორები შეხვდნენ, რომლებმაც მსმენელებს პროგრამის დეტალები გააცნეს.

„საორიენტაციო პროგრამა შემუშავდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭირდო თანამშრომლობით. იგი ასახავს უსაფრთხოების სფეროში სწავლების საუკეთესო პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს. პროგრამის ფარგლებში კანდიდატები დაეუფლებიან სხვადასხვა დისციპლინას.

სასწავლო პროგრამა გამდიდრებულია იმ ცოდნითა და უნარებით, ასევე როლური თამაშებით და სიმულაციებით, რომელიც ჩვენს კნდიდატებს მისცემს შესაძლებლობას ეფექტურად დაეუფლონ პროფესიულ უნარებს,“- აღნიშნა გიორგი ვაშაკიძემ.

სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სპეცმომზადებისა და გადამზადების, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლებელია.

მათი ინფორმაციით, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის, უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების გამოყენებით, უზრუნველყოფს სრულ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი გასული წლის დეკემბერში გაიხსნა, დღემდე ცენტრში დისტანციური სწავლის პროცესი მიმდინარეობდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს