შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რეკომენდაციებით მიმართავს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1-ელ მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს დაეხმარება.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ:

აკრედიტებულია თუ არა პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);­­­

აკრედიტაციის ვადები;

გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს. საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);

საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;

რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლება ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე შეახსენებს აბიტურიენტებს, მათთვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

“რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე აბიტურიენტმა სარეგისტრაციო გრაფაში უნდა ჩაწეროს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შესაძლებელია 15 აპრილის 18:00 საათამდე. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას კი აბიტურიენტები შეძლებენ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის ბოლომდე”, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა