რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ეწვივნენ და ვეტერანთა ოჯახებისთვის 160 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ 70 ათასამდე ვეტერანს აერთიანებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აქციის ორგანიზატორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძლებს რელიგიის სააგენტოს ბოლოდროინდელი აქტივობების შესახებ მოუთხრო. დაიგეგმა მემორანდუმის ხელმოწერა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვა.

საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა