სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ,17 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება,-ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა, V მიკრორაიონების და გრაფ შულენბურგის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე მანაგაძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს გორის, სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, იყალთოს, პანკისის, ტუსკიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, ქარელის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იოსელიანის, გურამ ბზვანელის, სულხან ნასიძის, ლიხაურის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, იყალთოს მთის, იყალთოს გორის, სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, იყალთოს, პანკისის, ტუსკიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, ქარელის, პეტრე ქავთარაძის და ხვიჩიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), კრწანისის და გრიგოლ ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, ლუბლიანას, ახმეტელის, ჯორჯ ბალანჩინის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორიაონის, ვარკეთილის ზედა პლატოს, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და რომანოზ ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II კვარტლის, ცოტნე დადიანის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის, კოხრეიძის, რკინიგზის და მახალდიანის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, დეპოს, კავთისხევის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ I, საყვირის, სვანეთის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის და მახინჯაურის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და გიორგი ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა